დმიტრო კულება: რუსეთი დიდი ხანია, „შიმშილის თამაშების" განახლებას გეგმავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თვლის, რომ რუსეთი დიდი ხანია, გეგმავს, ძირი გამოუთხაროს „მარცვლეულის შეთანხმების“ და ახლა თავისი ნაბიჯის გამართლებას ცდილობს.

ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.

„ყალბი საბაბით მარცვლეულის გარიგებაში მონაწილეობის შეწყვეტით, რუსეთი ბლოკავს 2 მილიონ ტონა მარცვლეულს 176 გემზე უკვე ზღვაში - ეს საკმარისი იქნებოდა 7 მილიონზე მეტი ადამიანის გამოსაკვებად. რუსეთმა ეს წინასწარ დაგეგმა“, - დაწერა კულებამ.

29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს.

რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო.

22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა